საკანონმდებლო ცვლილებები

10 მაისი, 2017

2017 წლის 21 აპრილს ცვლილება შევიდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში და ამოღებული იქნა 31 მუხლის (მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები) მე-4 პუნქტი, რაც ითვალისწინებდა სამინისტროს მიერ შექმნილი ან მასთან დაცული დოკუმენტის ელექტრონული ასლის შესაბამისობას ძირითად დოკუმენტთან. (ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ელექტრონულ ასლს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს).

გამომცემი ორგანო: საქართველოს პარლამენტი
დოკუმენტის ტიპი: კანონი
თემატიკა: დოკუმენტის ასლი