საკანონმდებლო ცვლილებები

20 აგვისტო, 2018

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს დადგენილება „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე. აქვე შეგახსენებთ, რომ მსგავსი ხასიათის ცვლილებები განხორციელდა ელექტროენერგეტიკისა და სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში, რითაც მოხდა მომსახურების პირობების დაახლოებას სამივე სექტორის მომხმარებლებისათვის.  

ბუნებრივი გაზის სექტორში განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:

  1. ლიცენზიატის განესაზღვრა ვალდებულება მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტა/აღდგენისას მომხმარებლის ინფორმირება მოახდინოს დაუყოვნებლივ;
  2. დაზუსტდა ქვითარში მისათითებელი ინფორმაცია და ლიცენზიატს განესაზღვრა ვალდებულება განცალკევებულად ასახოს მომსახურების კომერციული ხარისხ წესებით გათვალისწინებული გარანტირებული სტანდარტის შეუსრულებლობისათვის მომხმარებელზე დარიცხული კომპენსაცია;
  3. ლიცენზიატს განესაზღვრა ვალდებულება განცალკევებულად ასახოს ხანდაზმული დავალიანება, რომელიც მომხმარებელს პირდაპირ წერილობითი ფორმით არ უღიარებია;
  4. აკრძალა მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის ხანდაზმული დავალიანების დასაფარად მიმართვა, თუ აღნიშნული პირდაპირ არ არის მომხმარებლის მიერ აღიარებული;
  5. დამატებით განისაზღვრა, რომ 1 ლარამდე დავალიანების არსებობის შემთხვევაში არ შეიძლება მომარაგების შეწყვეტია;
  6. დაზუსტდა, თუ რა შემთხვევაში შეუძლია ლიცენზიატს მოსთხოვოს მომხმარებელს დეპოზიტი და გარკვეულ შემთხვევებში განისაზღვრა დეპოზიტის მოთხოვნის წესი;
  7. რეგულირებაში შემოვიდა ელექტრონული აქტი;
  8. განისაზღვრა მომარაგების შეწყვეტის ან უკანონოდ მოხმარების შესახებ ელექტრონულ აქტზე მომხმარებლის ახსნა-განმარტების დაფიქსირების წესი, თუ აღნიშნული ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული აქტის შედგენის საშუალებით;
  9. ბუნებრივი გაზით მომარაგების დასაწყებად 2 სამუშაო დღის ნაცვლად განისაზღვრა 5 სამუშაო დღე, ამასთან ლიცენზიატს განესაზღვრა ვალდებულება მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს მომარაგების დაწყების შესახებ;
  10. განისაზღვრა იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესი რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მარაგდებოდა;
  11. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს განესაზღვრა უფლებამოსილება ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების ან/და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულება. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4303960 
გამომცემი ორგანო: კომისია
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: ბუნებრივი გაზი