საკანონმდებლო ცვლილებები

21 აგვისტო, 2018

გაცნობებთ, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 20 აგვისტოს N431 დადგენილება „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე. რეგლამენტის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 1 სექტემბერი.

რეგლამენტის თანახმად:

ა) სისტემის ოპერატორს დაევალა ჩამდინარე წყლის მიღების ზედამხედველობა და კონტროლი;

ბ) სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვებისთვის სისტემის ოპერატორისთვის  მომსახურების საფასურის გამოთვლა, იმ შემთხვევაში, თუ ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები სრულად შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის პირობებს, განისაზღვრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად;

გ) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვების შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა, რომლის ოდენობა და დაკისრების წესი რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით;

დ) ადმინისტრაციულ ჯარიმასთან ერთად მომხმარებელს შეიძლება სისტემის ოპერატორის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დარეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. გადადით ვებგვერდზე

 

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: წყალარინება