საკანონმდებლო ცვლილებები

30 აგვისტო, 2018

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს N20 დადგენილებით ცვლილება შევიდა სამივე სექტორში მოქმედ მიწოდებისა და მოხმარების წესებში და მომხმარებელს განესაზღვრა უფლება იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრში, ასევე სსიპ „იუსტიციის სახლში“ მიმართოს განაწილების ლიცენზიატს. ცვლილების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 1 ნოემბერი. გადადით ვებგვერდზე 

გამომცემი ორგანო: კომისია
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: ცვლილება წესებში