საკანონმდებლო ცვლილებები

17 მაისი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №802 განკარგულებით ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „აჭარ ენერჯი 2007-ს“ შორის 2011 წლის 1 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში „ხელვაჩაური ჰესი 1-ის“ ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს მითითებული მემორანდუმის ფარგლებში შპს „აჭარ ენერჯი 2007-ის“ მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 4,950,000.00 აშშ დოლარის ოდენობით წარდგენილი საბანკო გარანტიის ნაწილის დაბრუნება 2,380,468.14 აშშ დოლარის ოდენობით.

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა