საკანონმდებლო ცვლილებები

23 ოქტომბერი, 2018

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 ოქტომბრის N490 დადგენილებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში,  „საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“. ცვლილების თანახმად შპს „ჯი ფაუერის“  სიმძლავრე 2019 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 1 სექტემბრამდე შემცირდა 20 მეგავატით. გადადით ვებგვერდზე 

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა გარანტირებული სიმძლავრე ჯი ფაუერი