საკანონმდებლო ცვლილებები

19 მარტი, 2019

კომისიის 2019 წლის 14 მარტის N5 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებაში. ცვლილების თანახმად საცალო მომხმარებლების ჯგუფს მიეცათ შესაძლებლობა ერთობლივად ფლობდნენ მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურს და მისგან გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოს განაწილების ლიცენზიატს. ასევე შეიცვალა საბოლოო ანგარიშსწორების პერიოდი და ადრე თუ ანგარიშსწორება ხდებოდა წლის ბოლოს, ცვლილების თანახმად ანგარიშსწორების პერიოდად განისაზღვრა პირველი მაისი.  გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: კომისია
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: ცვლილება წესებში