საკანონმდებლო ცვლილებები

27 მარტი, 2019

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის N144 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის დადგენილებაში.

ცვლილების თანახმად, ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად განისაზღვრა მომხმარებელი, რომელიც:

  • ა) საკუთარი საჭიროებისათვის ელექტროენერგიას იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატ(ებ)ის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან სხვა მომხმარებლის კუთვნილი ქსელ(ებ)იდან; ბ) მისი ქსელთან მიერთების წერტილებიდან ერთი მაინც მდებარეობს 35-110 კილოვოლტის ძაბვის ქსელზე; გ) აღნიშნული ძაბვის ქსელ(ებ)ზე მდებარე მიწოდების წერტილ(ებ)იდან, ჯამურად, თვეში საშუალოდ მოიხმარს არანაკლებ 5 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას; დ) ამასთანავე, მისი მოხმარების არანაკლებ 90% მიღებული აქვს 35-110 კილოვოლტის ძაბვის ქსელზე მდებარე მიწოდების წერტილებიდან;
  • ა) საკუთარი საჭიროებისათვის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების ლიცენზიატ(ებ)ის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის კუთვნილი 6-10 კილოვოლტის ძაბვის ქსელ(ებ)იდან და ბ) აღნიშნული მიწოდების წერტილ(ებ)იდან, ჯამურად, თვეში საშუალოდ მოიხმარს არანაკლებ 5 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას.

ასეთ პირებს, როგორც პირდაპირ მომხმარებლებს, განესაზღვრათ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის ვალდებულება. გადადით ვებვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: პირდაპირი მომხმარებელი