საკანონმდებლო ცვლილებები

28 მარტი, 2019

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის N148 დადგენილებით ცვლილება შევიდა „საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში, რომლის თანახმადაც შპს „ჯიფაუერის“ 60 მვტ აირტურბინული ელექტროსადგურისთვის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 4 მარტიდან 2020 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდი, ნაცვლად 2019 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდისა. გადადით ვებგვერდზე 

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: გარანტირებული სიმძლავრის წყარო