საკანონმდებლო ცვლილებები

23 აპრილი, 2019

კომისიის 2019 წლის 22 აპრილის N8 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში, რომლის თანახმად დისპეჩერიზაციის ლიცენზიატს და ბაზრის ოპერატორს დაევალა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე პირების აღრიცხვის კვანძების შემოწმება, რათა უზრუნველყოფილი იქნას პირდაპირი მომხმარებლების აღრიცხვის კვანძების შესაბამისობა „ქსელის წესებით“ ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებისათვის დადგენილ  მოთხოვნებთან. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: კომისია
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: საბითუმო ვაჭრობა