საკანონმდებლო ცვლილებები

17 აპრილი, 2019

გამოქვეყნდა სს „თელასის“ შეტყობინება 2019 წლის 13 მაისს აქციონერთა წლიური საერთო კრების, შემდეგი დღის წესრიგით ჩატარების შესახებ:

  1. 2018 წლის სამუშაოს შედეგების წლიური ანგარიშისა და საზოგადოების 2018 წლის წლიური ფინანსური ანგარიშგების ფასს-ის (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები) მიხედვით დამტკიცება.
  2. საზოგადოების მოგების, მათ შორის დივიდენდების გადახდის (გამოცხადების), და ზარალის განაწილება 2018 ფინანსური წლის შედეგების მიხედვით.
  3. საზოგადოების აუდიტორის დამტკიცება 2019 წლისთვის.
  4. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა. 

ამასთან, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებას შესთავაზა 2018 ფინანსური წლის შედეგების მიხედვით დივიდენდები არ იქნეს გადახდილი. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: კომპანია
დოკუმენტის ტიპი: შეტყობინება
თემატიკა: აქციონერთა კრება