საკანონმდებლო ცვლილებები

18 აპრილი, 2019

კომისიის 2019 წლის 15 აპრილის N7 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებაში, რომელის თანახმადაც გადაცემის, ტრანსპორტირებისა, განაწილებისა და წყალმომარაგების ლიცენზიატებს დაევალათ პორტალ my.gov.ge-ზე რეგისტრაცია და ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გაცემა 5 სამუშაო დღეში.  გადადით ვებგვერდზე 

გამომცემი ორგანო: კომისია
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: ცვლილება წესებში