საკანონმდებლო ცვლილებები

23 ივლისი, 2019

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის N343 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია. სტრატეგიით, სხვა საკითხებთან ერთად შესწავლილია საქართველოს მაღალმთიან დასახლებაში არსებული მდგომარეობა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კუთხით  და მაღალმთიანი დასახლების მდგრადი განვითარების ერთ-ერთ ამოცანად დასახულია მაღალმთიან დასახლებებში კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, კერძოდ ელექტროენერგიის მომარაგების დარჩენილი ოჯახების მზის პანელებით უზრუნველყოფა, დასახლებების გაზიფიცირება, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გაუმჯობესება. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: შეტყობინება
თემატიკა: