საკანონმდებლო ცვლილებები

28 ივნისი, 2019

კომისიის 2019 წლის 27 ივნისის N13 დადგენილებით ცვლილება შევიდა სამივე სექტორში მოქმედი მიწოდებისა და მოხმარების წესებში, რომლის თანახმად ლიცენზიატებს და მიმწოდებელს დაევალათ მათ მომსახურების ცენტრებში იმ წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან.  ლიცენზიატისა და მიმწოდებლის ასევე დაევალა მომსახურების ცენტრების იდენტიფიცირების შესაძლებლობა (მათ შორის, ვიზუალური ნიშნებით). გარდა ამისა, სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის საფასურის დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა 2 ლარის ოდენობით. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: კომისია
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: მიწოდებისა და მოხმარების წესები