საკანონმდებლო ცვლილებები

28 ივნისი, 2019

კომისიის 2019 წლის 27 ივნისის N14 დადგენილებით ცვლილება შევიდა „მომსახურების ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებაში, რომლის თანახმადაც:

  • მომსახურების ხარისხის გარანტირებულ სტანდარტს დაემატა მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთება;
  • საწარმოს დაევალა, ყოველი კალენდარული წლის 10 იანვრისათვის, ელექტრონული ჟურნალის შესაბამის ველში  მიუთითოს მისი აბონენტების რაოდენობა წინა წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეგიონების მიხედვით. გდადაით ვებგვერდზე
გამომცემი ორგანო: კომისია
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: მომსახურების ხარისხის წესები