საკანონმდებლო ცვლილებები

24 ივნისი, 2019

კომისიის 2019 წლის 14 ივნისის N11 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილებაში, რომლის თანახმადაც ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვისათვის ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, გადაცემის ლიცენზიატსა და განაწილების ლიცენზიატს განესაზღვრათ ვადა არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: კომისია
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: ანგარიშგება