საკანონმდებლო ცვლილებები

30 დეკემბერი, 2019

კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის N47 დადგენილებით ცვლილება შევიდა. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში, კერძოდ:

  1. შეიცვალა წყვეტაზე მომხმარებელთა ინფორმირების წესი და განაწილების ლიცენზიატს მომხმარებელთა ტექსტურის შეტყობინებით ინფორმირება გეგმიურ და არაგეგმიურ წყეტაზე ეკისრება იმ შემთხვევაში თუ თვითმმართველ ქალაქში მომარაგება უწყდება 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს;
  2. მიკროსიმძლავრის გამანწილებელ ქსელზე მიერთებაზე ვრცელდება იგივე წესი და პირობები რაც ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე;
  3. მიკროსიმძლავრის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის დადგენის 5 დღიანი ვადა შეიცვალა 10 სამუშაო დრით.
  4. შეიცვალა გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული ობიექტის სიმძლავრის გაზრდის საფასურის გამოთვლის წესი, რასაც ასევე მოჰყვა 6-10 კვა ქსელზე ობიექტის მიერთების საფასურის შეცვლა. გადადით ვებგვერდზე 
გამომცემი ორგანო: კომისია
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: ცვლილება ელექტროენერგეტიკის მიწოდებისა და მოხმარების წესებში