საკანონმდებლო ცვლილებები

30 დეკემბერი, 2019

კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის N46 დადგენილებით ცვლილება შევიდა. „მომსახურების ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებაში, კერძოდ:

  1. შემუშავებული იქნა ფორმულა, რომლითაც გამოითვლება წყვეტების აღდგენის საშუალო დროს ერთ წყვეტაზე;
  2. შეიცვალა წყვეტაზე მომხმარებელთა ინფორმირების წესი და განაწილების ლიცენზიატს მომხმარებელთა ტექსტურის შეტყობინებით ინფორმირება გეგმიურ და არაგეგმიურ წყვეტაზე ეკისრება იმ შემთხვევაში თუ თვითმმართველ ქალაქში მომარაგება უწყდება 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს;
  3. წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის (SAIDI) გაუარესების/გაუმჯობესების ზეგავლენა რეგულირებადი დანახარჯების ბაზაზე გავრცელდა მხოლოდ ელექტროენერგეტიკის სექტორზე, შესაბამისად მიმწოდებელ ენერგიაზე წახალისების/სანქცირების განაკვეთი განისაზღვრა ასევე ელექტროენერგეტიკის სექტორზე;
  4. ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის საშუალო სიხშირის გაუჯობესების ან გაუარესების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა გაზარდოს/შეამციროს ყოველ გაუმჯობესებულ/გაუარესებულ 1 პროცენტზე, რეგულირებადი დანახარჯების ბაზის 0.01%-ით. გაადით ვებგვერდზე
გამომცემი ორგანო: კომისია
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: