საკანონმდებლო ცვლილებები

30 იანვარი, 2020

კომისიის 2020 წლის 28 იანვრის N4 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში, ამოღებულ იქნა მე-6 მუხლი, რითაც ელექტროენერგიის იმპორტზე (გაცვლის შემთხვევაში იმპორტის) კომისია აღარ ადგენს ტარიფებს.

ამავე დადგენილებით ცვლილება შევიდა „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილების 2​1 პუნქტით დამტკიცებულ „გარანტირებული სიმძლავრის საფასურის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში“. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: კომისია
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: ტარიფები იმპორტის ტარიფი