საკანონმდებლო ცვლილებები

29 იანვარი, 2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 28 იანვრის N1-1/46 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში და განისაზღვრა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ელექტროენერგიის იმპორტის სატარიფო რეგულირების გაუქმებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები, ასევე თბოელექტროსადგურის მიერ საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაციის დროებითი წესი. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: სამინისტროები
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: იმპორტი განსახორციელებელი ღონისძიებები