საკანონმდებლო ცვლილებები

29 იანვარი, 2020

კომისიის 2020 წლის 24 იანვრის N3 დადგენილებით ცვლილება შევიდა კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში რის საფუძველზეც:

  • აღარ არსებობს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნის განაცხადის დახარვეზების საფუძველი თუ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გასაწევი ხარჯი არსებითად აღემატება კომისიის მიერ დადგენილ საფასურს და ამ საფასურის სანაცვლოდ მიერთება ეკონომიკურად მიზანშეუწონელია.
  • ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის მომხმარებლებს უფლება ეძლევათ უძრავი ქონების დროებით მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში მიმართონ ლიცენზიატებს და მოითხოვონ ამ უძრავ ქონებაზე დროებითი მფლობელის აბონენტად რეგისტრაცია.

შეიცვალა წყალმომარაგების მომხმარებლების გეგმიურ და არაგეგმიურ წყვეტებზე ინფორმირების წესი და თანხვედრაში მოვიდა მომსახურების წესებთან. გადადით ვებგვერდზე 

 

გამომცემი ორგანო: კომისია
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: