საკანონმდებლო ცვლილებები

29 იანვარი, 2020

კომისიის 2020 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებით ცვლილება შევიდა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში, კერძოდ:

  • გამოყოფილ ქონებაზე გავრცელდა მიერთების წესი და პირობები;
  • ახალი მომხმარებლის წყალარინების სისტემაზე მიერთების საფასური მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში განისაზღვრა სხვადასხვა ოდენობით, ამასთან კომისიამ მიერთების საფასური დაადგინა ისეთი ობიექტების წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებისათვის, რომლებიც მდებარეობენ ამ სისტემიდან 200 მეტრის რადიუსში.  
  • სასმელი წყლის 20 მმ ან/და წყალარინების 100 მმ დიამეტრის ქსელზე ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერთებისას, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია მოახდინოს მიერთების საფასურის განწილვადება 24 თვეზე.
  • განისაზღვრა მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური წყალარინების სისტემაზე მიერთების შემთხვევაში. გადადით ვებგვერდზე
გამომცემი ორგანო: კომპანია
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: ცვლილება წესებში