საკანონმდებლო ცვლილებები

23 მარტი, 2020

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის  № 1 დეკრეტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოში ახალი  კორონავირუსის   (COVID-19)  გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“. დადგენიელბის თანახმად:

  1. აიკრძალა საჯარო სივრცეში   ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას (მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-4 პუნქტის „გ“ ქვპუნქტი) ;
  2. ეკონომიკური შეზღუდვა არ გავრცელდა ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებაზე და ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობა, მიუხედავად ფორმისა და სახისა, უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად (მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი);
  3. ჩერდება კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები (მუხლი 13, პუქტი 1);
  4. ჩერდება საჯარო ინფორმაციისა და პერსონალური ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადები (მუხლი 13, პუქტი 2);
  5. საგანგებო მდგომარეობის ვადით საჯარო დაწესებულებებს, ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლებამოსილება, გამოიყენონ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა (მუხლი 13, პუქტი 3).  გადადით ვებგვერდზე 
გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: საგანგებო მდგომარეობა