საკანონმდებლო ცვლილებები

17 მაისი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 მაისის №906 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 ივნისის №1014 განკარგულებაში, რის საფუძველზეც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყოს 50 500 ლარი ასანთის ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ასანთის მწარმოებელ საწარმომდე ელექტროენერგიის მიყვანასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.იხილეთ ვებგვერდზე

შენიშვნა: ცვლილებამდე, განკარგულება ითვალისწინებდა გაზისა და ელექტროენერგიის მიყვანასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით სარეზერვო ფონდიდან 280 000 ლარის გამოყოფას.

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ასანთის მწარმოებელი