საკანონმდებლო ცვლილებები

26 თებერვალი, 2020

კომისიის 2020 წლის 14 თებერვლის N7 დადგენილებით ცვლილება შევიდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 29 დეკემბრის №54 დადგენილებით დამტკიცებულ „სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესებში“, ასევე „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს დადგენილებაში და შეიცვალა ადმინისტრაციული სამართალდარღვევევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა და მისი ჩაბარების წესი. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: კომისია
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: ცვლილება წესებში