საკანონმდებლო ცვლილებები

17 მაისი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №832 განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ალექსიძის ქუჩა №1-ში მდებარე 58 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, ქ. თბილისში, ჯიქიას ქუჩა №18-ში მდებარე 8957.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობის I სართულზე არსებული 90.89 კვ.მ ფართი; ქ. თბილისში, ორხევის დასახლებაში მდებარე 153.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1 შენობა-ნაგებობა ფართით − 129.74 კვ.მ და ამ განკარგულების დანართში (იხ. მიბმული ფაილი) მითითებული მოძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცა სს „თელასს“ (ს/კ: 202052580).

საპრივატიზაციო პირობებად განისაზღვრა სს „თელასს“ განესაზღვრა შპს „საქსპეცტრანსის“ არსებული ელექტროენერგიის დავალიანებისა და მომავალი პერიოდისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნაზე (ჯამში − 141017.77 ლარის), ასევე სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის არსებული ელექტროენერგიის დავალიანების (33474.31 ლარის) მოთხოვნაზე წერილობით უარის თქმა.

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: თელასი,ელექტროენერგეტიკა,ტარიფები