საკანონმდებლო ცვლილებები

30 მარტი, 2020

რამოდენიმე ცვლილება შევიდა  „საქართველოში ახალი  კორონავირუსის   (COVID-19)  გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებაში:

  • აირკძალა საჯარო სივრცეში 3 პირზე მეტი რაოდენობით შეზღუდვა, თუმცა ეს შეზღუდვა არ გავრცელდა იმ სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომლებიც შეთანხმებულია ოპერატიულ შტაბთან. ეს შეზღუდვა ასევ არ გავრცელდა დაშვებულ ეკონომიკურ საქმიანობებზე არანაკლებ 2 მეტრი სოციალური დისტანციის დაცვით;
  • დაზუსტდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყლის ის საქმიანობები, რომლებიც დასაშვებია ეკონომიკური საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ესენია წარმოება, გადაცემა, განაწილება და მიწოდება;
  • დადგენილების დანართით N1 განისაზღვრა ის კომპანიები, რომელთაც ულფება აქვთ საგანგებო მდგომარობის დროს იფუნქციონირონ, მათ შორის აწარმოონ სამშენებლო სამუშაოები შტაბთან შეთანხმების გარეშე. ამ კომპანიებში მოხვდნენ:
    • სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“- საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით/მშენებლობა
    • სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“-ელექტროენერგიის გადაცემა/მშენებლობა
    • შპს „ენერგოტრანსი“ - ელექტროენერგიის გადაცემა/მშენებლობა
    • შპს „გარდაბნის თბოსადგური“ - ელექტროენერგიის წარმოება თბოელექტროსადგურების მიერ/მშენებლობა
    • შპს „ენგურჰესი“ - ელექტროენერგიის წარმოება ჰიდროელექტროსადგურების მიერ/მშენებლობა
    • სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ - ელექტროენერგიის გადაცემა/მშენებლობა
    • სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ -ელექტროენერგიის განაწილება.
  • დადგენილების დანართი N2-ით დამტკიცდა ის საქმიანობები, რომლებსაც შესაბამისი პირობებით არ ეზღუდებათ ფუნქციონირება, მათ შორის მოხვდა შენობების და ნაგებობების მშენებლობა მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის.
  • დადგენილების დანართით N3 დამატებით განისაზღვრა ის ეკონომიკური საქმიანობები, რომლებიც არ იზღუდება, მათ შორის მოხვდა საირიგაციო/სამელიორაციო სისტემების მშენებლობა.  გადადით ვებვერდზე
გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: კორონავირუსი ენერგეტიკა