საკანონმდებლო ცვლილებები

31 მარტი, 2020

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის N510 ბრძანებით ცვლილება შევიდა „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში და იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას არ საჭიროებენ შემდეგი აქტების საფუძველზე გამოსაცემი ნორმატიული აქტების პროექტები:

  • „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ენერგოეტიკეტირების შესახებ“  საქართველოს კანონი. გადადით ვებგვერდზე
გამომცემი ორგანო: სამინისტროები
დოკუმენტის ტიპი: ბრძანება
თემატიკა: იუსტიციის დასკვნა