საკანონმდებლო ცვლილებები

17 მაისი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 მაისის №875 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 დეკემბრის №888 განკარგულებაში და დაკონკრეტდა ის მესამე პირები, კერძოდ სს „საქორგაზი“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი“, რომლებიც ვალდებული არიან  შეასრულონ განკარგულებით გათვალისწინებული ვალდებულებები (2009 წლის 10 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე არანაკლებ 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) პოტენციური მომხმარებლის (აბონენტის) გაზიფიცირება). ასევე განისაზღვრა ამ განკარგულებით განსაზღვრული ინვესტიციის ანგარიშში ჩასათვლელი თანხების ოდენობა.

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ტარიფები,სოკარი,საქორგგაზი