საკანონმდებლო ცვლილებები

28 მაისი, 2020

დამტკიცდა საქართველოს კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ, რომლის მიზანია ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა და შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება შენობების გარე კლიმატური და ადგილობრივი პირობების, შიდა კლიმატურ პირობებზე მოთხოვნილებისა და ხარჯეფექტურობის გათვალისწინებით. კანონი ნაწილობრივ ამოქმედდა. კანონის მე-8 მუხლის თანახმად, შენობის გათბობის ინსპექტირება რეგულარულად უნდა განხორციელდეს, რაც მესაკუთრის ვალდებულებაა და ამ წესს ამტკიცებს მთავრობა, თუმცა აღნიშნული მუხლი ამოქმედდება 2023 წლის 30 ივნისიდან. იხ. ვებგვერდი

გამომცემი ორგანო: საქართველოს პარლამენტი
დოკუმენტის ტიპი: კანონი
თემატიკა: ენერგოეფექტურობა