საკანონმდებლო ცვლილებები

4 ივნისი, 2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 ივნისის N1-1/202 ბრძანებით, ცვლილება შევიდა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში და აქტების გაფორმება შესაძლებელი გახდა ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით. იხ. ვებგვერდი

გამომცემი ორგანო: სამინისტროები
დოკუმენტის ტიპი: ბრძანება
თემატიკა: ბაზრის წესები