საკანონმდებლო ცვლილებები

24 აგვისტო, 2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 21 აგვისტოს N1-1/333 ბრძანებით ცვლილება შევიდა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში და დადგინდა, რომ საქართველოში იმპორტირებული და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგია, საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს შესაბამისი იმპორტის პირდაპირ ხელშეკრულებაში მითითებული ფასით. იხ. ვებგვერდი

გამომცემი ორგანო: სამინისტროები
დოკუმენტის ტიპი: გადაწყვეტილება
თემატიკა: ბაზრის წესები