საკანონმდებლო ცვლილებები

18 მაისი, 2017
  1. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №800 განკარგულებით შპს „ხელედულა ენერჯის“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 11650 (თერთმეტი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარად, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცა ამ განკარგულების №1 დანართით (იხილეთ მიბმული ფაილი) გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ჰიდროელექტროსადგურის – „ხელედულა 3“-ის მშენებლობის მიზნით. მასვე დაეკისრა პირადად ან მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ საქვეუწყებო დაწესებულებასთან – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებითა და მის მიერ მითითებულ ვადაში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 84-ე კმ-ის მონაკვეთის უსასყიდლოდ გადატანა.

ამავე განკარგულებით შპს „ხელედულა ენერჯის“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 7400 (შვიდი ათას ოთხასი) ლარად, იჯარის უფლებით გადაეცა ამ განკარგულების №2 დანართით (იხილეთ მიბმული ფაილი) გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ჰიდროელექტროსადგურის – „ხელედულა 3“-ის მშენებლობის მიზნით.

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ჰესის მშენებლობა,ელექტროენერგეტიკა