საკანონმდებლო ცვლილებები

6 აგვისტო, 2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 ივლისის N1-1/286 ბრძანებით „გარდაბნის თბოსადგური-2-ის“ სსე-ს ქსელთან მიერთების მიზნით, 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „ალავერდის“  გაორჯაჭვიანების  პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“  მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბირლიკში  მდებარე 5000 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო-დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე და მასზე განთავსებულ  ნარგავებზე.

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: ბრძანება
თემატიკა: ექსპროპრიაცია