საკანონმდებლო ცვლილებები

6 აგვისტო, 2020

კომისიის 2020 წლის 20 მაისის N20,  29 ივნისის N29, N30, N31, N32, N33, N34, N35, N36, N37 დადგენილებით, 2020 წლის 23 ივლისის N42, N43 და N44, ასევე 2020 წლის 6 აგვისტოს N45 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში და საცალო მომხმარებლებისთვის   ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების და მოხმარების ტარიფები 2023 წლის 1 იანვრამდე დამტკიცდა შემდეგი კომპანიებისთვის:

  1. შპს „დიღომი ვილა გაზი“
  2. შპს „დი-ვი-ეს“
  3. შპს „გასკო+“
  4. შპს „დიდი დიღომი“
  5. შპს „ენერგია+“
  6. შპს „გოგოჭური და კომპანია“
  7. შპს „გამა“
  8. შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“
  9. სს „საქორგგაზი“
  10. შპს „ინტერგაზი“
  11. შპს „ყამარი მ“
  12. შპს „ჩირაღდანი“
  13. შპს „მამედ“
გამომცემი ორგანო: კომისია
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: ტარიფები