საკანონმდებლო ცვლილებები

18 მაისი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 მაისის №852 განკარგულებით ცვლილება შევიდა მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1366 განკარგულებაში და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“, სამგორის სამხრეთ თაღის საბადოს ბაზაზე საერთაშორისო სტანდარტების გაზსაცავის მშენებლობის უზრუნველსაყოფად, საინჟინრო მომსახურების შესყიდვის (SERVICES OF OWNER’S ENGINEERING) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.იხილეთ ვებგვერდზე

შენიშვნა: ცვლილებამდე არსებული ვერსია არ ითვალისწინებდა შესყიდვის განხორციელების ვადას.

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: გაზსაცავის მშენებლობა,ბუნებრივი გაზი