საკანონმდებლო ცვლილებები

25 მაისი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №961  განკარგულებით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ (შემდგომში – კომპანია) ნება დაერთო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის ოთხი ქუჩის (ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას, ვიქტორ ფიცხელაურისა და შოთა რუსთაველის ქუჩები) წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 630 000 ლარის ფარგლებში,  განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით. ამასთან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სამინისტროსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, ამ სამუშაოებისათვის საჭირო თანხის მოძიება და კომპანიისთვის გადარიცხვა, კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: წყალმომარაგება,გაერთიანებული