საკანონმდებლო ცვლილებები

25 მაისი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №962  განკარგულებით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ (შემდგომში – კომპანია) ნება დაერთო ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემის I ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 3 553 440  ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით. ამასთან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სამინისტროსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, ამ სამუშაოებისათვის საჭირო თანხის მოძიება და კომპანიისთვის გადარიცხვა, კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: კაპიტალის გაზრდა,წყალმომარაგება,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია