საკანონმდებლო ცვლილებები

1 ივნისი, 2017

2017 წლის 1 ივნისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 მაისის  №8 დადგენილება „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“.

დადგენილების თანახმად, ტრანსპორტირების სისტემის ნორმატიული დანაკარგების ოდენობა განისაზღვრა ორ პერიოდზე, საერთო ჯამში 2017 წლის პირველი ივლისიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე.

განაწილების ქსელში დანაკარგების ოდენობა განისაზღვრა სს „საქორგგაზის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ ხუთ პერიოდზე, საერთო ჯამში 2017 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე.

დადგენილების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 1 ივლისი.

გამომცემი ორგანო: კომისია
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: ნორმატიული დანაკარგები,ბუნებრივი გაზი