საკანონმდებლო ცვლილებები

13 ივნისი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 ივნისის №1067 განკარგულებით შპს „ენერგო ინვესტს“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 2015 (ორი ათას თხუთმეტი) ლარად, აღნაგობის უფლებით გადაეცა ყვარელის მუნიციპალიტეტში განთავსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ჰიდროელექტროსადგურის „ავანი ჰესის“ მშენებლობის მიზნით. მასვე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 4639 ლარად, იჯარის უფლებით გადაეცა ყვარელის მუნიციპალიტეტში განთავსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთები იმავე მიზნით. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა