საკანონმდებლო ცვლილებები

1 იანვარი, 1970

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 მაისის №1010 განკარგულებით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2301 ლარად, საპრივატიზებო პირობით  საკუთრებაში გადაეცა შემდეგი არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები:

  • ქალაქ თბილისში, თენგიზ ჩანტლაძის I შესახვევში, №14-ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 9 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძის კარადის განთავსების პირობით;
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელეთში მდებარე 9 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსებისა და ფუნქციონირების დაწყების პირობით;
  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძალისში მდებარე 12 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსებისა და ფუნქციონირების დაწყების პირობით;
  • ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩა №10-ის მიმდებარედ არსებული 9 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსებისა და ფუნქციონირების დაწყების პირობით. გადადი ვებგვერდზე

 

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა,ტარიფები