საკანონმდებლო ცვლილებები

14 ივნისი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 ივნისის №1079 განკარგულებით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“  მიეცა უფლება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: ახალსოფლის, ნორიოსა და მარტყოფის წყალმომარაგების ქსელის პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების (სათავე ნაგებობის ნაწილობრივი მოწყობა: ჭაბურღილებისა და მათი შემკრები კოლექტორის, შემკრები რეზერვუარის, მდინარისაგან დამცავი გაბიონებისა და სატუმბი სადგურის მოწყობა; საქლორატოროს მოწყობა და მაგისტრალური წყალსადენის ნაწილობრივი მოწყობა (სათავე ნაგებობიდან გომბორის გზამდე)) სახელმწიფო შესყიდვა, 8 000 000 (რვა მილიონი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: წყალმომარაგება,ტარიფები