საკანონმდებლო ცვლილებები

14 ივნისი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 ივნისის №1094 განკარგულებით ცნობად იქნა მიღებული საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული საიმპლემენტაციო ხელშეკრულების საფუძველზე სს „ნენსკრა ჰიდრო“ ფლობს „ნენსკრა ჰესის“ პროექტის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას.

ამავე განკარგულებით მოწონებული იქნა სს „საპარტნიორო ფონდს“, „KOREA WATER RESOURCES CORPORATION“-სა და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის დასადები განახლებული „აქციონერთა შეთანხმება“. გადადით ვებგვერდზე 

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა