საკანონმდებლო ცვლილებები

21 ივნისი, 2017

2017 წლის 1 ივნისს ცვლილება შევიდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში. ცვლილების თანახმად, ლიცენზიის მაძიებელმა, კომისიისათვის სალიცენზიო განაცხადის წარდგენისას, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, გარემოზე შეფასების დასკვნის ნაცვლად უნდა წარმოადგინოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება (საჭიროების შემთხვევაში). ცვლილება ამოქმედდება 2018 წლის 1 იანვარს. გადადი ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს პარლამენტი
დოკუმენტის ტიპი: კანონი
თემატიკა: ლიცენზიები