საკანონმდებლო ცვლილებები

28 ივნისი, 2017

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 27 ივნისის №30 ბრძანებით ცვლილება შევიდა „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №40 ბრძანებაში, კერძოდ კი მის პირველ და მეორე დანართებში.

ცვლილების თანახმად ჰიდროელექტროსადგურების და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ, სამინისტროსათვის წარსადგენი საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრა შემდეგი პრინციპით: 100 მეგავატი სიმძლავრის ჩათვლით ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის შემთხვევაში – ყოველი მეგავატისათვის 100 000 (ასი ათასი), ხოლო 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის შემთხვევაში – ყოველი მეგავატისათვის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დო­ლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით. იხილეთ ვებგვერდი 

გამომცემი ორგანო: სამინისტროები
დოკუმენტის ტიპი: ბრძანება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა