საკანონმდებლო ცვლილებები

28 ივნისი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №1221 განკარგულებით ცნობად იქნა მიღებული  სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“   მიერ,  სამგორის სამხრეთ თაღის  გამომუშავებული ნავთობის საბადოს ბაზაზე საერთაშორისო სტანდარტების მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსური სახსრების მოზიდვის მიზნით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KFW), ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და  აზიის განვითარების ბანკთან (ADB) მიმდინარე მოლაპარაკებები. იხილეთ ვებგვერდი.

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: გაზსაცავი