საკანონმდებლო ცვლილებები

3 ნოემბერი, 2016

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 3 ნოემბრის N2300 განკარგულებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაევალა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ჯვრის უღელტეხილზე მდებარე წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტრის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება თავისი სახსრებით.

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: