საკანონმდებლო ცვლილებები

28 ივნისი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №1224 განკარგულებით  შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მიეცა უფლება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ფარგლებში განახორციელოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში, საბარგო სადგურის დასახლების ზედა ნაწილში, სამეურნეო ფეკალური წყალარინების ქსელის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის განხორციელება 1 080 000 (ერთი მილიონ ოთხმოცი ათასი) ლარის ფარგლებში. ამასთან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო თანხის მოძიება და კომპანიისათვის გადარიცხვა კომპანიის კაპიტალის გაზრდით იხილეთ ვებგვერდი  

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: წყალარინება