საკანონმდებლო ცვლილებები

29 ივნისი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №1257 განკარგულებით სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ დაევალა შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და აღნიშნულის განხორციელების შემდეგ სააქციო საზოგადოებაში მათი კუთვნილი აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება სრულად ან ნაწილობრივ.

აღნიშნული განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ გასხვისებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 23 თებერვლის №303 განკარგულება, რომელიც ითვალისწინებდა შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ აუქციონის გზით გასხვისებას. იხილეთ ვებგვერდი

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ელექტროენერგეტიკა