საკანონმდებლო ცვლილებები

10 ივლისი, 2017

ცვლილება შევიდა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელის თანახმადაც საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი არ ვრცელდება:

  • ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცებაზე;
  • მარეგულირებელი ეროვნული ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის შრომით გასამრჯელოზე, დასაქმებისათვის ძირითადი და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესებაზე;
  • აპარატში დასანიშნად პირის შერჩევასა და დანიშვნაზე, დაწინაურებაზე, გადაყვანაზე და გათავისუფლებაზე.

ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში საჯარო კონკურსი ცხადდება ყველა იერარქიული რანგის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

მარეგულირებელი ორგანო შესაბამისი დებულებით თავად ადგენს:

  • პირის დასაქმებისათვის კონკურსის ჩატარების წესს და პირობებს, აგრეთვე საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს
  • ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის დაწინაურების, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების და შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების დასადგენად სპეციალურ წესს, რითიც აფასებს ამ პირს და მის მიერ შესრულებულ სამუშაოს და ადგენს აღნიშნული პირის პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამას.
  • ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის დაწინაურების, გადაყვანის, წახალისებისა და პრემირების წესს. გადადით ვებგვერდზე
გამომცემი ორგანო: საქართველოს პარლამენტი
დოკუმენტის ტიპი: კანონი
თემატიკა: ცვლილებები კანონში